აღმოჩენების ადგილი
ესტუმრეთ ჩუბეხევს - სვანეთის მონუმენტური მთების, ღრმა ხეობების, გულუხვი მასპინძლებისა და მისტიკური ლეგენდების მხარეს.
აღმოაჩინე მეტი
შეაბიჯე ბუნებაში
ჩუბეხევი თავგადასავლებისა და აღმოჩენების მხარეა, რომელიც ძირძველ ლეგენდებში, დაღარულ მთებსა და აზვირთებულ მდინარეებზე გამოგზაურებს და მინდვრის ყვავილებით შემოსილი ბილიკებით გატარებს. აქ შენ გელოდება ათასფრად აყვავილებული ალპური მდელოები და ულამაზესი ტბებით დამშვენებული უთვირის უღელტეხილი, რომელიც სვანეთის ორ ხეობას - ნენსკრასა და ნაკრას ერთმანეთთან აკავშირებს.








ჩუბეხევი ზემო სვანეთის გამორჩეული ნაწილია, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით, კავკასიონის მთების ძირში




ნენსკრას და ნაკრას ხეობებს ერთმანეთთან აკავშირებს საოცარი უთვრის უღელტეხილი




ჩუბეხევამდე მგზავრობას ყოველ დილით, დასავლეთით ზუგდიდიდან, ხოლო აღმოსავლეთით მესტიიდან მიმავალი სამარშრუტო ტაქსით შეძლებ


მარშრუტი ჩუბეხევისკენ
ჭუბერსა (ნენსკრას ხეობა) და ნაკრაში გამგზავრებას ყოველ დილით ზუგდიდიდან მიმავალი სამარშრუტო ტაქსით შეძლებ. გზად მიმავალი კეთილ ადამიანებიც სიამოვნებით დაგიმგზავრებენ. თუ ერთი სულიღა დაგრჩენია აღმოჩენების მხარეში - სვანეთში მოგზაურობა დაიწყო, მაშინ საუკეთესო ვარიანტია ნატახტარიდან მესტიაში გაფრენა, საიდანაც, სულ რაღაც, 2 საათში ჩუბეხევში აღმოჩნდები.




იმოგზაურე სვანურ ისტორიაში
თუ სვანეთში დასვენება გინდა, ჩუბეხევში ახვალ და მისი მიდამოებით ტკბობას გადაწყვეტ, იცოდე, რომ არა მხოლოდ ამ მთისა და წყლის მოტრფიალე გახდები, არამედ ზემო სვანეთის მემატიანეც.






ნაკრას ალპური ზონა
ნაკრის ალპური ზონა ზღვის დონიდან 2 500-2 800 მეტრზე მდებარეობს. ალპურ ზონაში ასასვლელი მარშრუტი ტყეში გადის. თუ ფეხით სიარული არ გიყვარს, ადგილობრივები სამანქანო და საცხენოსნო ტურებსაც შემოგთავაზებენ. აქ თვალწინ გეშლება კავკასიონის ქედი, ნაკრის ხეობა, ტყე და ულამაზესი ბუნება. ამინდმა თუ გაგიმართლა კავკასიონის მშვენებას — იალბუზსაც დაინახავ.

