https://www.chubekhevi.ge/wp-content/uploads/2020/02/Chubekhevi_logo-cut.svg close-icon
decoration

2020 წლის 07 მაისი

ლეგენდა ნადირობის ქალღმერთ დალიზე

ტყე სვანეთში მოგზაურობა

(English) სვანეთი ყველა სილამაზესთან ერთად მითების და ლეგენდების მხარეცაა. აქ დღემდე სჯერათ წინაპრების მოყოლილი ამბების და ყველაზე ცნობილი ლეგენდა ნადირობის ქალღმერთ დალის უკავშირდება. სვანები ამბობენ, რომ დალის გამორჩეული ვაჟკაცები უყვარს და ნადირობის დროსაც ეხმარება. მთავარი პირობა ისაა, რომ თუ დალის გათქვამ, დაიღუპები. ჭუბერში მოგვიყვნენ, რომ ნიშნიანი, [შუბლზე თეთრი ბეწვით] ჯიხვი დალის სამწყემსოში შედის, ამიტომ ყველა მონადირეს აკრძალული აქვს მისი მოკვლა. თუ მონადირეები ამ წესს დაარღვევენ, არა მხოლოდ დალის, არამედ სამართალდამცავების რისხვასაც დაიმსახურებენ, რადგან ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი. ამ ლეგენდას მონადირეები შვილებს უყვებიან და ისინიც ბავშვობიდანვე სწავლობენ ბუნებისა და ცხოველების პატივისცემას.

სვანეთში ყველა მითი და ლეგენდა რეალობასთან თანაარსებობს. სვანეთში დასვენების დროს ამ ველებზე ხეტიალისას მზად ხარ, ყველა ის კანონი დაივიწყო, რომელიც ჭინკებისა და ქალღმერთების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. გამონაგონი ისტორიასთან ირევა და ზღვრის გავლება შეუძლებელი ხდება, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. მთავარი ისაა, რომ სანამ ამ ჰაერს სუნთქავ, თავადაც ლეგენდის ნაწილი ხარ ჭუბერის მაცხოვრებლებთან, მდინარე ნენსკრასთან და ფერდობზე შეფენილ ღრუბლებთან ერთად.

იხილე მეტი