https://www.chubekhevi.ge/wp-content/uploads/2020/02/Chubekhevi_logo-cut.svg close-icon
decoration

2020 წლის 07 მაისი

ერთადერთი სვანური კოშკი ნაკრას ხეობაში

ტურები სვანეთში - სვანური კოშკი

სვანურ კოშკებზე ყველას მესტია და უშგული ახსენდება, თუმცა მეათე საუკუნის, რიჩგვიანების საგვარულო კოშკი ნაკრას ხეობასაც ამშვენებს. ეს ამ ხეობაში ერთადერთი კოშკია და აქ ყოფნის დროს ნამდვილად უნდა მოინახულოთ. ამ კოშკის გამო რიჩგვიანებსა და დადეშქელიანებს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ. დადეშქელიანებს ქალდენბი დახმარებიან და კოშკიც ახლა მათ ეკუთვნით. ეს კოშკი გამორჩეულია იმითაც, რომ ქალებმა გალესეს. ტრადიციის მიხედვით კოშკს კაცები აშენებდნენ, თუმცა ამ მხარეში ორი სახელგანთქმული ქალი ყოფილა, რომლებსაც განსაკუთრებული ხელი ჰქონდათ, ამიტომაც გამონაკლისი დაუშვეს. ფაქტია, სხვა კოშკებისგან მხოლოდ ნანგრევები შემორჩა, ქალი ხელოსნების შემოლესილი კოშკი კი დღემდე მკაცრად გადაჰყურებს ხეობას.

რიჩგვიანების საგვარეულო კოშკი

ნაკრას ხეობის კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობა, როგორც სვანები იტყვიან — უფალი ღმერთის ეკლესიაა. ადგილობრივებმა გვითხრეს, ღმერთის სახელზე მთელ სვანეთში მხოლოდ ეს ტაძარია აშენებული და ტურისტებსაც, რომლებსაც გადაუწყვეტიათ მოგზაურობა სვანეთში ურჩევენ, წასვლამდე ეს ადგილიც ნახონ.

იხილე მეტი