https://www.chubekhevi.ge/wp-content/uploads/2020/02/Chubekhevi_logo-cut.svg close-icon
decoration

2020 წლის 07 მაისი

ტრადიციული სამზარეულო

სვანური კერძები - დასვენება სვანეთში

ალპური ზონის მონახულების შემდეგ, სოფელში დაბრუნდებით თუ არა, ნინო ცინდელიანის საოჯახო სასტუმრო შეგხვდებათ. მასპინძლის თქმით, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, თუმცა ბევრმა ამ ადგილების შესახებ ჯერაც არ იცის.

“ეს არის ჩვენი ულამაზესი კუთხე, ჩვენი ბუნება მთები და უმთავრესი, რაც უნდა ნახოს ტურისტმა სვანეთში მოგზაურობისას – გაიცნოს აქაური ხალხი. სტუმართმოყვარე, თბილი, ყურადღებიანი და სანდო.” და, რა თქმა უნდა, ტრადიციული კერძები: კუბდარი, ჭვიშტარი და ფეტვის ხაჭაპური.

ფეტვის ხაჭაპური

ნაკრაში ასევე დიდი შანსია, დუცის არაყი შემოგთავაზონ, რომელსაც შესახედაობაზეც ეტყობა, რა ძალა აქვს. ეს სვანეთში მოგზაურობის ის ნაწილია, რომელიც უცხოელს თუ ადგილობრივს ერთნაირად მოსწონს.

სვანეთში საოჯახო სასტუმროს კიდევ ერთი მფლობელი ნათელა ცინდელიანი იხსენებს, რომ ტურისტები ნაკრაში შოტლანდიიდან და სინგაპურიდანაც ჩასულან, ამერიკელ ტურისტს კი აქაურობა იმდენად მოეწონა, რომ ფარცხვაშიც სიამოვნებით ეხმარებოდა მასპინძელს. შამილ გვამლიანი, რომელმაც ალპური ზონის მონახულება გვირჩია, გულდაწყვეტით იხსენებს, რომ ამ მხარეში ბევრი საინტერესო რამაა, თუმცა ახლა ის მიტოვებულია. ნაკრაში ადგილობრივებს უნდათ, რომ ძველი ალპინისტების სკოლები ისევ დაბრუნდეს, რადგან ამ მხარეს ეს პოტენციალი ნამდვილად აქვს და აქ საუკეთესო სპორტსმენები იზრდებოდნენ.

იხილე მეტი