ჩუბეხევის სასტუმროებში, როგორც საკუთარ სახლში
ჭუბერსა და ნაკრაში არაერთი მყუდრო საოჯახო სასტუმროა.
თითოეული მათგანის მშვენებაა დიდი, გამწვანებული ეზო, საიდანაც შეგიძლია სვანეთის მთების ხედებითა და სუფთა ჰაერით დატკბე. აქაური გულანთებული მასპინძლები ჩუბეხევს სამუდამოდ შეგაყვარებენ.
საოჯახო სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი
ფილტრის დამალვა

დააგემოვნე სვანური კერძები
ჩუბეხევში მასპინძლები თვალწარმტაც პეიზაჟში ცოცხალ ნატურმორტს გაგიშლიან და ყოველ დილით მორთმეული კუბდარით, ჭიშვდარით, თაშმიჯაბით და სხვა კერძებით ბუნების დაუვიწყარ გემოს გაზიარებენ.

